Thursday, May 1, 2014

მერვე დღე


          დღეს გავეცანით მეშვიდე მოდულს,ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.შევქმენით კითხვარი,რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ბლოგზე ახალი  გვერდების შექმნა.ბლოგებზე ლინკების ჩასმა და ჩვენი პორტფოლიოს გამოქვეყნება.გადავამოწმეთ პროექტის გეგმა და შევავსეთ სრულად.

Wednesday, April 30, 2014

მეშვიდე დღე


დღეს  გავეცანით გარდნერის თეორიას  და შევქმენით თვითშეფასების  ფორმა,რომელიც ავტვირთეთ  Google Drive-ში .გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი.ჩავასწორეთ Driv-ზე ატვირთული ინფორმაცია.

პრეზენტაცია

Thursday, April 24, 2014

                        მეექვსე დღე
 

         
           დღეს მეხუთე მოდულის რამდენიმე აქტივობას გავეცანით,ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა,აგრეთვე  ვისწავლეთ შეიფების შექმნა.მომეწონა მოსწავლეთა შეფასების  რუბრიკები,რადგან ჩვენ ადვილად ვიმუშავეთ მათი საშუალებით პროექტის გეგმაზე.
         

       




Wednesday, April 23, 2014

მეხუთე დღე
   

         დღეს საკმაოდ საინტერესო დღე გვქონდა,რადგან ვისწავლეთ drive-ზე ფაილების გადატანა,გაზიარება და ერთმანეთისთვის კომენტარების გაკეთება.შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის მოძიებას.შევქმენით მოსწავლის ნიმუში,რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა და გამახალისა.

Thursday, April 10, 2014

                           დღე მესამე


                დღეს გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შედგენა. პირველ რიგში გავაკეთეთ კომენტარები ჩვენი თანამშრომლების ბლოგებზე, გადავამოწმეთ სტანდარტები და შევამოწმეთ რამდენად შეესაბამება ისინი უახლეს ბლუმის ტაქსონომიას . შემდეგ დავიწყეთ ამოცანების შედგენა,რომლებიც საჭიროა  პროექტის განსახორციელებლად.მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში.მივიღეთ დავალებაც,რომლის შესრულებასაც ვეცდები.



          ზოგჯერ ძალიან მარტივია,ზოგჯერ კი რთული ეს მასალა,მაინტერესებს სხვებიც ასე ფიქრობენ?
 

             

Thursday, April 3, 2014

დღე მეორე


            დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო,რადგან მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები.დავეხმარეთ ერთმანეთს კონკრეტული პროექტის არჩევაში და დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება.მიუხედავად იმისა,რომ პროექტი რთულია,მაინც ადვილად ვუმკლავდებით.საინტერესო იყო ბუკლეტის შედგენა,რომელსაც,ჩემი აზრით,მოსწავლეთა დახმარებით უკეთესად შევადგენთ,რადგან მათ განსხვავებული ხედვა და მრავალფეროვანი იდეები აქვთ.

დღე პირველი

       ჩემთვის საყურადღებო იყო პროექტის გეგმა,რომელიც დაგვეხმარება მარტივად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის.მართალია ვრცელი ინფორმაციის შესწავლა გვიხდება,მაგრამ ვფიქრობ გეგმა უფრო გაგვიმარტივებს დავალებას.
       საყურადღებოა პროექტის მახასიათებლების  ჩეკლისტი,რომელიც ყოველდღიურ მუშაობაში დაგვეხმარება.
        მე პირადად დამაინტერესა დავალებამ,რომელიც უნდა განვახორციელოთ.უნდა მოვიფიქროთ პროექტის თემა,რომელიც საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის,ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.